მიხეილ სააკაშვილი – მე მაქვს ცუდი ამბავი ბორკა შენთვის, ძალიან არასწორი სვლა გააკეთე ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი?

ავტორი
Front News საქართველო
ახლა ჩვენ დასარეკი არსად არ გვაქვს, ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად და საქართველო არის სრულიად დაუცველი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიკაჯების საქმის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საიდუმლო დოკუმენტები არ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან მას შეხვედრა უცხოელ პოლიტიკოსებთან ჰქონდა, მათ შორის ოთხჯერ გამართა საიდუმლო შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან.
“მე მაქვს ცუდი ამბავი ბორკა შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი სვლა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი? პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში საქმეს. რომ დაიმალე ჩირგვებში და რომ უთხარი, “ტიშე ვადი ნიჟე ტრავიო” და რეზოლუცია გამოატანინე, ღარიბაშვილი რომ დაავადე კოვიდით, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა.
თქვენ არ იცით, ანჟეი დუდა ჯერ იქეთ წავიდა, მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ მას შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს. მოითხოვა პრემიერ-მინისტრთან ღარიბაშვილთან შეხვედრა. მის შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი.
საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ მათ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. მოკლე, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში. აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე.
პრობლემა იმაშია, რომ ეს უკვე აღარ არის სახუმარო, რომ ის რაზეც ვსაუბრობდი, სამწუხაროდ, ხდება ჩვენს საზღვრებს შიგნით, მიდის აქტიური ბორდერიზაცია და 200 კვ. კილომეტრის დამატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ივანიშვილს, რომელსაც თავი მოაქვს, რომ მის დროს ომი არ იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმისა და ცხინვალის ხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე.
როდესაც ბორდერიზაცია დაიწყეს, 2009 წელს მე მომიხდა ორჯერ ჩასვლა ბაიდენთან, პრეზიდენტ ობამასთან რამდენჯერმე დალაპარაკება, მათ გაგვიჩერეს ეს ტერაქტები, – გახსოვთ, აგვიფეთქეს წალენჯიხის გამგებელი, ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარი, აგვიფეთქეს სპეცრაზმელი.
ისინი აპირებდნენ ენგურის კაშხალის წაღებას მთლიანად და აპირებდენენ ანაკლიის წაღებას, ეს გააჩერა მაშინ ობამამ და ბაიდენმა. ახლა ჩვენ დასარეკი არსად არ გვაქვს, ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად და საქართველო არის სრულიად დაუცველი. პუტინი, რომელიც ვეღარ ახერხებს უკრაინაში შეჭრას, მისი გეგმა არის ანექსია და შიდა ქართლის რუსეთზე მიერთება.
მეორე საკითხი, რადგან ამ ხალხმა ყველანაირი სახელმწიფოებრიობა დაარღვია, წეღან ახსენეს ლონდონი. როდესაც შენ ომში ხარ და მე ვახორციელებდი საიდუმლო მისიას. გუშინწინ ლუკაშენკომ თქვა, პუტინი თუ მეტყვის, ვაღიარებ ოკუპირებულ ტერიტორიებსო, ესეც ამათი პოლიტიკის შედეგი.
მე მართლაც ვიყავი ლონდონში, ოთხჯერ მქონდა საიმდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან, პირველად ვამბობ ამას, ეს იყო სადუმლო დიპლომატია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




