
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მიმართავს.
სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გააცნო.
მისივე თქმით, ემიგრანტები მის მხარდასაჭერად საქართველოში თუ ჩამოვლენ, დიდ გამარჯვებას ჰპირდება.
“მივმართავ ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა. ვინც იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა. მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით. მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – ნათქვამია წერილში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს