
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი ნიკა მელიაა.
“ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს.
მინდა ყველას ვუთხრა, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.
რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს