Logo

მიხეილ სააკაშვილი -  უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე

პოლიტიკა
224
Frontnews image description

უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.

2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.

3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე. გუშინ, ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა, რომ მე სხვა ოპოზიციონერებს "გაყიდულები“ ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე. ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე, შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე. ძალა ერთობაშია!“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

Advertisement