მიხეილ სააკაშვილი – ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი?

ავტორი
Front News საქართველო
ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან? – განაცხადა მიხეიულ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც მის წინააღმდეგ 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქამე განიხილება.
მიხეილ სააკაშვილმა არსებული ხელისუფლების კორუფციულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშმნა, რომ მათ არ აქვს მისი გასამართლების უფლება.
“ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი? კლანის ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძემ პანდენის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში, ასევე 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი არ მოუპარავს, ხო? მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი მაქვს.
ერთ-ერთი ტელევიზიით ვნახეთ მთავარი პროკურორის სასახლე, რომლის მსგავსი არც დამესიზმრება. უკრაინაში მე მეგონა, რომ მაგარი სახლი ავაშენე, პატარა სარაიაა იმასთან შედარებით, რაც ააშენა შოთაძემ და მისმა მოადგილეებმა. ფარცხალაძემ 3 მილიონ ლარამდე უძრავი ქონება დაარეგისტრირა. წარმოიდგინეთ შავი ბუღალტერია.. გაბიტაშვილს 300 ათასი ლარი დედამისმა აჩუქა..
როგორ ხდება, რომ პოლიციელებს იმდენი ხელფასი აქვთ, რამდენიც ჩემს დროს და გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებასაც კონვერტებით უხდიდან დამატებით, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ახლობელი, რომელიც იყო დარეგისტრირტებული, როგორც სოციალურად დაუცველი და უცებ მის სახელზე აღმოჩნდა რამდენიმე დიდი კომპანია და მას დაუთმეს სათამაშო ბიზნესი, რომელიც ღირდა 60 მილიონი დოლარი, კომპანიაში 20 პროცენტი. თქვენ არ გინდათ ასეთი თოვლის ბაბუა, რომელიც გაჩუქებთ 20 პროცენტს 60 მილიონიან ბიზნესში?”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




