Logo

მიხეილ სააკაშვილი – ვიცი, რა ძნელია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის

პოლიტიკა
524
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი – ვიცი, რა ძნელია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის

მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას.

“მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.

მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.

მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!

მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

23 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება სურს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები