მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რუსთავის ციხეში ბადრაგმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შოთა თუთბერიძეს რუსთავის ციხეში ბადრაგმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადვოკატის თქმით, ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით შეიგინა, რის გამოც მას მიუთითა, რასაც ბადრაგის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
შოთა თუთბერიძის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბადრაგმა საკუთარი ვინაობა არ დაასახელა.
ადვოკატი მომხდარზე რეაგირებას ითხოვს. მას ინციდენტის აუდიოჩანაწერი აქვს.
თაგები:
შოთა თუთბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს