
ავტორი
Front News საქართველო
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მუშაობას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ტოქსიკოლოგები იწყებენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებას საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მიიღებს და ეს დასკვნა არ იქნება პოლიტიკური.
“როდესაც უკვე იქნება ექსპერტების დასკვნები, უკვე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ დასკვნებზე დაყრდნობით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს. თუ არის განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ეს წერია საქართველოს კანონმდებლობაში. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და ნებისმიერი პროცედურა, რომელიც კანონმდებლობის დაცვით წარიმართება, ჩვენს მას დავემორჩილებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში ის სასამართლოს „ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილისათვის მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებას მოითხოვს, აღნიშნული დასკვნის პარალელურად იუსტიციის სამინისტრო წარადგენს დასკვნას, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო წარადგენს.
თაგები:
ვივამედი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს