Logo

მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

პოლიტიკა
21.02.2022 / 15:45
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ისჯება იმისთვის, რომ 2008 წელს საქართველო გადაარჩინეს.

 

“ყველა ხედავს რა ხდება უკრაინაში და თუ კი ვინმე სულელს კიდევ გონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, კარგად შეხედოს უკრაინას, ჩვენ ომი კი არ დავიწყთ, საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით მაფიოზური რეჟიმის მიერ ჩემი ინვალიდიზაცია. ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, თუ საჭირო გახდა ნახავთ როგორ კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. დღეიდან ვაცხადებ სრულ უვადო შიმშილობას და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემ ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მესამე პრეზიდენტის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა განმეორებითი შიმშილმა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

 

“ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები