Logo

მიხეილ სარჯველაძე - ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდა

პოლიტიკა
337
Frontnews
მიხეილ სარჯველაძე - ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის პერიოდული გადახედვისა და მონიტორინგის პროცესი არ განხორციელებულა, რის შედეგადაც ბაზაში ისეთი ოჯახები რჩებოდნენ, რომელთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა აღარ აკმაყოფილებდეს საარსებო შემწეობის მიღების კრიტერიუმებს.

"წლების განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო, ბუნებრივია, ამან შექმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთაც, თუ უბრალოდ ქულების მიხედვით და კონკრეტული საზომების საშუალებით შევაფასებდით, რეალურად, მათ შემთხვევაში შეიძლება საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდეს“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გადამოწმების პროცესში არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა, რამაც ცალკეული ოჯახებისთვის ქულების ხელახლა განსაზღვრის გადაწყვეტილებები განაპირობა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები