Logo

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

საზოგადოება
451
Frontnews
მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის მედპერსონალს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაციენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები