მიხეილ სარჯველაძე თოდუას კლინიკის ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად „თოდუას კლინიკის“ ახალი, ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ახალ, ცხრასართულიან სტაციონარში განთავსებულია 7 მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზი, 100 პაციენტზე გათვლილი სტაციონარი და 10 პაციენტზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. შენობაში ასევე მოწყობილია თანამედროვე ამბულატორიული და საკონსულტაციო სივრცეები.
კლინიკის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის წევრები, ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




