Logo

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
463
Frontnews
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საპილოტე პროგრამის მიმდინარეობა, მიღებული გამოცდილება და რეფორმის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების როლზე გაამახვილა. საუბარი შეეხო დაავადებების პრევენციას, ვაქცინაციას, სკრინინგს, დაავადებების დროულ გამოვლენასა და პაციენტებისთვის საჭირო სერვისების დროულ მიწოდებას.

ასევე, განიხილეს ის მიმართულებები და ამოცანები, რომელთა უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეფორმის ახალ ეტაპზე მოუწევთ.

შეხვედრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიმართა და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები