
ავტორი
Front News საქართველო
საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფს – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაეთმობა. ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები, კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან.
ბიუროს სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს