Logo

მინისტრები, მოადგილეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები უცხოეთში ვიზიტს პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებენ

პოლიტიკა
80
Frontnews
მინისტრები, მოადგილეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები უცხოეთში ვიზიტს პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებენ

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, რიგი თანამდებობის პირები უცხოეთში ოფიციალური ვიზიტით ან მივლინებით პრემიერ-მინისტრთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ვეღარ ისარგებლებენ.

რეგულაცია ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულებზე, მათ პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებზე, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეებზე, ასევე რიგი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებზე.

ცვლილების შემდეგ, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან, პრემიერ-მინისტრს საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მიმართონ, სადაც ხაზგასმული უნდა იყოს: ვიზიტის მიზანი; მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღები; ქვეყანა, სადაც ვიზიტი იგეგმება; დაგეგმილი შეხვედრები; დელეგაციის შემადგენლობა და  დაფინანსების წყარო.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 10 ივლისს მოაწერა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები