მინისტრი – გერმანია ვალდებული იქნება, პუტინი ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავოს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია ვალდებული იქნება დააკავოს ვლადიმერ პუტინი, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის ჩასვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაუყოვნებლივ მიმართავს ინტერპოლს დაკავების ორდერის შესასრულებლად.
“მაშინ გერმანია ვალდებული იქნება, დააკავოს პრეზიდენტი პუტინი, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და გადასცეს ჰააგის სასამართლოს“, – განაცხადა მინისტრმა.
ბუშმანის თქმით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებისგან განსხვავებით, შეუძლია სახელმწიფოს მეთაურის დაპატიმრება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა. გადაწყვეტილება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე მიიღეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს