Logo

მინსკის მახლობლად აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, დაზიანდა თვითმფრინავი

მსოფლიო
1215
Frontnews image description

მინსკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.

 

BYPOL-ის ინფორმაციით, დაზიანდა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები.

 

ბელარუსული ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრებლები აეროდრომის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეებს და საგზაო პოლიციის ეკიპაჟებს ხედავენ, რომლებიც ყველა გამვლელ მანქანას ამოწმებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ სწორედ აღნიშნული აეროდრომიდან ხდება რუსული მიგ-ის თვითმფრინავების აფრენა.

თაგები:

ბელარუსი
Advertisement