მინუს 560 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 174 550 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 02.04.2023-მდე: ტანკები – 3 618 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 986 (+5), საარტილერიო სისტემები – 2 687 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 527 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 279 (+0), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 249 (1), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 537 (+9), სპეციალური ტექნიკა – 296 (+0).
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას. მიუხედავად ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დიდი დანაკარგისა, მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარიინსკის მიმართულებებზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს