მინუს 760 ოკუპანტი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 163 320 (+760) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.03.2023-მდე: ტანკები – 3 506 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 823 (+13), საარტილერიო სისტემები – 2 552 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 504 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 265 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 145 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5401 (+7), სპეციალური ტექნიკა – 258 (+1).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა ხუთი მიმართულებით, ასევე გაანადგურეს ოკუპანტების ხუთი სამეთაურო პუნქტი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს