მირიან მაისურაძეს ონში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმის და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
მშობლიურ ქალაქში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად საამაყო სპორტსმენს ევროპის ჩემპიონები – გიორგი მეშვილდიშვილი, გივი მაჭარაშვილი და სხვა ტიტულოსანი სპორტსმენები დახვდნენ.
შეხვედრა, სიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატის პრიზიორის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადასცეს.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მირიან მაისურაძემ (92)კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მირიან მაისურაძე 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს