“მიუღებელია აშშ-ის ტურისტული ვიზის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ, ბავშვის მოქალაქეობის მისაღებად”


ავტორი
Front News საქართველო
მიუღებელია უცხოელი მშობლებისთვის აშშ-ის ტურისტული ვიზის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ, ბავშვის მოქალაქეობის მისაღებად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ახალი კანონი კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ემსახურება და იცავს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და საზოგადოებას.
“მიუღებელია უცხოელი მშობლებისთვის აშშ-ის ტურისტული ვიზის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ, ბავშვის მოქალაქეობის მისაღებად, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდა. ეს ცნობილია როგორც “სამშობიარო ტურიზმი” და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები უარყოფენ ყველა ასეთ ვიზაზე განაცხადს აშშ-ის იმიგრაციის შესახებ კანონის თანახმად. ისინი, ვინც ბოროტად იყენებენ ჩვენს იმიგრაციულ სისტემას “სამშობიარო ტურიზმის” გზით, შეიძლება არ იყვნენ უფლებამოსილი მომავალში მიიღონ ვიზები ან იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ემსახურება და იცავს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს