მოლდოვა ახალ პარლამენტს ირჩევს


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან.
საზღვარგარეთ გახსნილია 301 საარჩევნო უბანი, მათ შორის იტალიაშია (75), გერმანიაში (36), საფრანგეთში (26), გაერთიანებულ სამეფოში (24) და რუმინეთში (23).
ფოსტით ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ათ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ოფიციალური შედეგები კი 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ადრე განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა