მოლდოვა ირჩევს ევროპას - მაია სანდუს პარტია ხმების 50.1%-ით პირველ ადგილზეა


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100% დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.1%-ით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.2%-ით პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.2%-ით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.6%-ით.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მედიაში ვარაუდობენ, რომ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 52 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 28 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია კი პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.
ახლა პრეზიდენტ სანდუს და მის პარტიას შეეძლებათ დანიშნონ მინისტრთა კაბინეტი და განსაზღვრონ მოლდოვას კურსი.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა