
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა შალვა კბილაშვილმა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან და მათ ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა კბილაშვილმა საგამოცდო პროცესის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის უმაღლესი სტანდარტით ჩატარება და საგამოცდო ადგილების გაზრდა, სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა, საგამოცდო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს.
თაგები:
მომსახურების სააგენტო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს