მორავეცკი – უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატო-სკენ


ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დღეს არ არის ნატოს ნაწილი, ის იცავს თავს რუსული უხეში ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ალიანსის ბევრ ქვეყანას, ამიტომ უკრაინა ნატოში შესვლას იმსახურებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
“მე მჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატო-სკენ“, – აღნიშნა მორავეცკიმ.
მისი თქმით, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფოს ზოგიერთი აქტუალური პოლიტიკური პრობლემა.
მორავეცკის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნები შორს არიან რუსეთისგან, ამიტომ მათ არ უნდა ეშინოდეთ პირდაპირი საფრთხისა და უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას.
“ამჟამად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება არის ყველაზე მგრძნობიარე მომენტი და მთელი რეგიონის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
მათეუშ მორავიეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს