
ავტორი
Front News საქართველო
“ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კოკა მორგოშია მის სანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმაურება.
“ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც მელიტონ ქანთარიას არ ჰქონდა ვიზა, მაგრამ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამიტომ მეც რამეს მოვიფიქრებ.
რა ვიცი, როცა ამ ბრძოლაში ვართ ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება ექნება, მაგრამ მე არაფერი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება, იმიტომ რომ ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის და პლუს თუ მოგზაურობაზეა საუბარი, რა ვიცი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კაი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ, რა პრობლემაა”, – აცხადებს მორგოშია “ფორმულასთან”.
თაგები:
კონსტანტინე მორგოშია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს