მოსახლეობას ყველაზე მაღალი პოზიტიური გაწყობა ევროკავშირის, უკრაინის, ნატოსა და აშშ-ის მიმართ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მაღალი პოზიტიური გაწყობა ევროკავშირის, უკრაინის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ აქვს – ამის შესახებ Edison Research-ის კვლევშია ნათქვამი.
უახლესი კვლევის მიხედვით, ევროკავშირს პოზიტიურად 91% აფასებს, უკრაინას – 90%, ნატოს – 89%, ხოლო აშშ-ს – 86%.
სხვა ქვეყნების მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობა შემდეგნაირად გამოიყურება:
დიდი ბრიტანეთი – 86% (ნეგატიური განწყობა – 14%)
ისრაელი – 83% (ნეგატიური განწყობა – 17%)
აზერბაიჯანი – 71% (ნეგატიური განწყობა – 29%)
სომხეთი – 65% (ნეგატიური განწყობა – 35%)
თურქეთი – 63% (ნეგატიური განწყობა – 37%)
ჩინეთი – 49% (ნეგატიური განწყობა – 51%)
ირანი – 42% (ნეგატიური განწყობა – 58%)
რუსეთი – 34% (ნეგატიური განწყობა – 66%)
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
თაგები:
Edison Research

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს