Logo

მოსამართლეები პროტესტის ფონზე რესტორანში, წვეულებაზე იკრიბებიან

პოლიტიკა
1554
Frontnews
მოსამართლეები პროტესტის ფონზე რესტორანში, წვეულებაზე იკრიბებიან

მოსამართლეები რესტორან “ბაბილოში”, წვეულებაზე პროტესტის ფონზე იკრიბებიან.

ადგილზე აქციების დროს დაკავებულების დედები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან და მოსამართლეებს საპროტესტო შეძახილებით ხვდებიან.

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “მონებო”, “სამარცხვინოებო” – სკანდირებენ ისინი.

მოსამართლეების დიდი ნაწილი უკვე რესტორანში იმყოფება, მათ შორის ლევან მურუსიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები