Logo

მოსამართლემ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

სამართალი
8 საათის წინ / 12:24
217
Frontnews image description

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

იქამდე სასამართლო პროცესზე შესვენება ორჯერ გამოცხადდა, რადგან ხმაური იყო, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე ეზოში.

ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თაგები:

ნიკა კაცია
Advertisement