Logo

მსახიობების ნაწილმა ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა

Frontnews image description

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ დროის მონაცემებით, თეატრი დატოვეს ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა და მანუ თავაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი "რუსთავი 2"-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.

თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი წარწერით - "თავისუფლება სისტემის პატიმრებს" თეატრის მსახიობებმა შენობიდან 2025 წლის იანვარში, საპროტესტო წარმოდგენის შემდეგ გადმოფინეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები