მსახიობი კრისტიან ოლივერი ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი – კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ.
პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავს პრობლემები აფრენიდან მალევე შეექმნა, თუმცა ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
ოლივერი 1990-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა, მოგვიანებით კარიერა აშშ-ში გააგრძელა.
სხვადასხვა დროს ოლივერს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.
თაგები:
მსახიობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს