Logo

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციომ უვადო პატიმრობაში დატოვა

სამართალი
462
Frontnews image description

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ სრულად გაიზიარა საქალაქოს სასამართლოს პოზიცია.

 

საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა გასული წლის 23 იანვარს მიუსაჯა. 

 

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

 

დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.

 

ყოფილი პოლიციელი ბრალს არ აღიარებს. 

Advertisement