Logo

მსოფლიო პატრიარქი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

Frontnews image description

ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის წერილშია აღნიშნული.

პატრიარქის განცხადებით, საქრისტიანოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქი აღსაყდრდა.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი სიხარულით მივიღეთ, როგორც პირადად, ისე მსოფლიო საპატრიარქოში მოღვაწე ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, ახლად გარდაცვლილი და მარად სახსენებელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და მთლიანად მართლმადიდებლობას ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია. ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთიანობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე ერთობლივი მსახურებისთვის“, – აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსაყდრდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები