Logo

მსოფლიო წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა

Frontnews image description

23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა.

მანუჩარ რობაქიძე ბიბლიოთეკებში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და მოადგილეებთან ჯემალ ისაკაძესა და ნინო ჩხიკვაძესთან ერთად იმყოფებოდა.

თერჯოლის მერმა წიგნის ჩუქების მსოფლიო  დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და მკითხველს მიულოცა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადდა. 23 აპრილი ცნობილი მწერლების უილიამ შექსპირის და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები