"მთავარი არხი" - პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა


ავტორი
Front News საქართველო
გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა, - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
"საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.
გამოძიება დაწყებულია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.
როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.
სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.
“მთავარი არხის” ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ “ქართული ოცნება” მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"მთავარი არხი"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს