Logo

მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

პოლიტიკა
191
Frontnews image description

მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.

განკარგულების თანახმად, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.

პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.

კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს  და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

Advertisement