“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა” 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს


ავტორი
Front News საქართველო
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ” თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია არსებობას შეწყვეტს.
ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია, გაეცნონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება სამომავლოდ ყარაბაღში დარჩენის შესაძლებლობის შესახებ.
ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა დატოვა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონში “ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები” განახორციელეს. ამ ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა, ბაქომ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზნებს რეგიონში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.
თაგები:
მთიანი ყარაბაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს