Logo

მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში "ქართულ ოცნებას" მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს, თიანეთში კი მოქმედი მერის კანდიდატურაა წარდგენილი

პოლიტიკა
760
Frontnews
მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში "ქართულ ოცნებას" მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს, თიანეთში კი მოქმედი მერის კანდიდატურაა წარდგენილი

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში,  -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში, „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს.

„მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი - გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს - კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით - კობა გელაძეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები