Logo

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
429
Frontnews
მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული, ჯამში - 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები