Logo

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

სამხედრო
627
Frontnews
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა. საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების  დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.

სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას  თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფიციალური პირები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები