მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
ინსპექციის თანამშრომლებმა სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე 17 უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე, ტერიტორიაზე არსებული, წითელ წიგნში შეტანილი ელდარის ფიჭვების შემდგომი დაზიანებისა და გაჩეხის ფაქტები აღკვეთეს.
“მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ – აღვკვეთეთ რამდენიმე ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის, რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობა, გადავარჩინეთ ფიჭვნარი რომლის გაჩეხის და დაზიანების მაღალი რისკი და მცდელობა არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოხდა მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, ასევე, სამშენებლო ნარჩენის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა/დასუფთავება განხორციელდება. ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მიწების დაცვა და უკანონო მშენებლობების აღკვეთა. ამ მიზნით, ღონისძიებებს ინტენსიურად ვახორციელებთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში, ასევე, სამართალდამცავ უწყებებს ეფექტური რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას დედაქალაქში სამშენებლო სამართალდარღვევების, რეკრეაციული ზონებისა და სახელმწიფო მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით.
თაგები:
მუნიციპალური ინსპექცია

მუნიციპალურმა ინსპექციამ ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა

მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა