მურთაზ ზოდელავა - ამ დაკავებით, ფაქტობრივად, აღიარეს ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად


ავტორი
Front News საქართველო
ამ დაკავებით, ფაქტობრივად, აღიარეს ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
"ეს დაკავება იყო ცალსახად ივანიშვილის ნერვების პრობლემა, მას ნერვებმა უმტყუნა იმიტომ, რომ მან გააცნობიერა, რევოლუციური პროცესები ისე აჩქარდა, რომ მან ვერ მოახდინა ამ პროცესებზე ვერანაირი რეაგირება. ამაში წილი, რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილმა შეიტანა და ამ დაპატიმრებით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აღიარეს ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თაგები:
მურთაზ ზოდელავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს