Logo

მურთაზ ზოდელავა - არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

პოლიტიკა
25
Frontnews
მურთაზ ზოდელავა - არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, მან ციხეში ყოფნისას ბევრი რამ გადააფასა და ადგილს პოლიტიკაში  ვერ ხედავს.

"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები, ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს. ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები