Logo

მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

სამართალი
64
Frontnews
მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები - მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

როგორც მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა და მეუღლემ მაია მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მოცემულ ვითარებაში.

"პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში”, - განაცხადა მაია მუმლაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ადვოკატის თქმით, ის საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა.

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები