მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ

ავტორი
Frontnews საქართველო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მზია ლომთათიძემ მიიღო.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით.
თაგები:
4 ოქტომბრის საქმე




