ნაჩო სანჩეს ამორი - ოპოზიციური ძალები უნდა შეეცადონ, ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი შესთავაზონ

ავტორი
Front News საქართველო
მსურს, საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო, მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება აქვთ, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ.
“მსურს, საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო, მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ. მე საარჩევნო ალიანსების შესახებ არ ვსაუბრობ. უნდა შეეცადონ, ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი შესთავაზონ. ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ", - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
თაგები:
ნაჩო სანჩეს ამორი




