Logo

ნაგურუში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

რეგიონები
230
Frontnews
ნაგურუში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ნაგურუში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება.

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

ნაგურუში სამუშაოების დაწყების პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და  სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მერმა აღნიშნა, განახლებული გზა, რომელიც დასახლებას წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან აკავშირებს, მნიშვნელოვნად გაუადვილებს გადაადგილებას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტაძრის მომლოცველებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები