ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 კილომეტრზე, ნაკიფუ-ულურია-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმითს დაუკავშირდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. ამ ეტაპზე გზის ვაკისის მოხსნა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ გზაზე ბოლო 30 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, დაზიანებული საფარი კი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, კიუვეტებისა და სანიაღვრე არხების გამართვა.
თაგები:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი










