ნანა კაკაბაძე – ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. “მასალებში” არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი


ავტორი
Front News საქართველო
ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. “მასალებში” არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემს და თეა წულუკიანს შორის, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბოლო დღეებში პარტიული ტელევიზიების მხრიდან ფარული ჩანაწერების კრებსების გამოქვეყნების გზით ხდება საზოგადოებაში დაბნეულობისა და არეულობის შეტანის მცდელობა. მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ავთენტურია თუ გამოგონილი ამა თუ იმ გამოქვეყნებულ მასალაში დაფიქსირებული დიალოგები. იმ პირთა შორის, ვისი სახელი და გვარიც ტრიალებს ამ ტელევიზიების მასალებში, ჩემი პიროვნებაც აღმოჩნდა.
მინდა განვაცხადო, რომ ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემს და თეა წულუკიანს შორის. მართალია, თავისთავად მოსმენილი ე. წ. „საუბრის“ ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა, რაში დაჭირდათ ამ ტექსტის შემქნელებს მისი შექმნა და ტირაჟირება, ალბათ, მომავალში გამოჩნდება.
მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიების ფარგლებში სასწრაფოდ დაადგინოს გამოქვეყნებული ვითომდა ჩემი საუბრების ავთენტურობის საკითხი, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურდეს ჩემს მიმართ გავრცელებული მტკნარი სიცრუეების გავრცელების მიზეზები და მიზნები”, – წერს ნანა კაკაბაძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს