Logo

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

სამართალი
42
Frontnews image description

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროკურატურაში მისვლას აპირებს და თვლის, რომ ეს არის უწყება, სადაც მას მორალური უპირატესობა აქვს.

"ჰო, ჰო, ჰოოო, პროკურატურიდან დამირეკეს დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე. ხვალ, 16:30 საათზე და რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში (პროკურატურაში) სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, ქოლცენტრები, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.

ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და კანონიერი ქურდის კალაშოვის დაცვით დადის.

ხვალ მხიარული დღე მექნება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Advertisement